ენგურჰესის მშენებლობაზე ახალგაზრდებს ბრიგადირად ომის ვეტერანი ალექსანდრე დაუნიშნეს. ისინი საერთო საცხოვრებელშიც ერთად არიან. ალექსანდრეს გამოცდილება, შრომისმოყვარეობა, წესიერება და ადამიანურობა სკოლის მერხიდან პირდაპირ მშენებლობაზე მისული ბიჭებისთვის სამაგალითო გახდება. მძიმე სიტუაციაში ჩავარდნილი ახალგაზრდები, მშენებლობის მიტოვებასაც დააპირებენ, მაგრამ ალექსანდრე ახალგაზრდებს ამხნევებს და ისევ აგრძელებენ დაწყებულ საქმეს.